კაკლის ნერგები
Kaklis Nergebi

ჩვენს სასათბურე მეურნეობას ექსპორტზე გააქვს კაკლის ხეები საქართველოსა

სიახლე
ჩვენი ნამყენი კაკლის ნერგები
ადგილზე თბილისში ფასი 17.50 ლარი

ჩანდლერი (CHANDLER), ფრანკეტა (FRANQUETTE), ფერნორი (FERNOR)
შეძენა შესაძლებელია: არქანჯელო ლამბერტის ქუჩა 66 (დიდი დიღომი)
ტელ: 595 77 16 05 / 599 23 16 38 / 574 83 00 86

- ნიშანს იძლევა 2 წელიწადში, სრულ მსხომიარობაში შედის დარგვიდან 8-10 წელიწადში.
- ისხამს 25-35 კგ. კაკალს თითო ძირზე.

ჩვენი ბესტსელერიჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგები

ჩანდლერის კაკალი

ჩანდლერი ჩვენი ყველაზე პოპულარული კაკლის ხის ჯიშია. ეს არის კაკლის ხის ამერიკული სახეობა, რომელიც პირველად კალიფორნიის უნივერსიტეტში გამოიყვანეს. ჩანდლერი ცნობილია თავისი ძალიან მაღალი მოსავლიანობის ინდექსით. ამ სახეობის კაკლის ხის გაშენება შესაძლებელია ევროპისა და აზიის მრავალ რეგიონში. დააჭირეთ ღილაკს ქვემოთ, რათა უფრო მეტი შეიტყოთ ჩანდლერის სახეობის შესახებ.

ჩანდლერის კაკლის ჯიშის შესახებ
კაკლის ნერგები<br>kaklis nergebi

რომელია საუკეთესო დრო ნერგების დასარგავად?

საუკეთესო დრო კაკლის ნერგების დასარგავად არის შემოდგომაზე, განსაკუთრებით ნოემბერში. ნერგების დარგვა შესაძლებელია ასევე გაზაფხულის სეზონზე, მარტში. ჩვენი რეკომენდაციაა, ნერგების დარგვა მარტსა და აპრილში, რადგან კარგ ამინდში ბევრად მარტივია შესაბამისი ნიადაგის მომზადება კაკლის ნერგების დასარგავად. დარგვა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15 აპრილისა, მანამ სანამ საკმარისზე მეტად დათბება.

შემდეგი სეზონისთვის ჩვენი გაყიდვები იწყება 2020 წლის მარტი. იმისათვის, რომ დროულად მიიღოთ თქვენი ნერგები, გირჩევთ, გააფორმოთ შეკვეთა დარგვისთვის თქვენ მიერ შერჩეულ დრომდე მინიმუმ სამი კვირით ადრე.

რომელია საუკეთესო დრო ნერგების დასარგავად
კაკლის ნერგები (kaklis nergebi)

სანერგე ვალტრი -ის შესახებ

უოლთრი არის კაკლის ხეების წამყვანი სანერგე-სასათბურე მეურნეობა ევროპასა და აზიაში. ჩვენ მოგვყავს უმაღლესი ხარისხის კაკლის ნერგები, რომლის ექსპორტსაც

ვახორციელებთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. ჩვენი ძირითადი პროდუქცია ჩანდლერისა და ფერნორის ჯიშის კაკლის ხეებია.

ჩვენი სასათბურე მეურნეობა მდებარეობს თურქეთის ქალაქ ბანდირმაში. აღნიშნულ საქმიანობაში ჩართულნი ვართ 1992 წლიდან და ვსპეციალიზდებით ახალგაზრდა, ნამყენი კაკლის ჯიშების გამოყვანაში. 1992 წელს ჩვენმა მეურნეობამ საქმიანობა დაიწყო კაკლის ხის თურქული ჯიშების, სებინისა და ბილეჩიკის, წარმოებით. 2005 წლიდან კი დავიწყეთ უმაღლესი ხარისხის ამერიკული და ფრანგული სახეობების, ჩანდლერისა და ფერნორის, დამყნობა. ამ სახეობების მყნობა ხდება კარგად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე ძლიერი, თავსებადი ჯიშის კაკლის ხის ნერგებზე. ამისთვის ვიყენებთ კაკლის სახეობის Juglans Regia-ს ახალგაზრდა ნერგებს (კაკლის ეს სახეობა ინგლისური კაკლის სახელითაა ცნობილი).

ჩვენ, მრავალი წელია, დაუღალავად ვშრომობთ უმაღლესი ხარისხის სახეობების გამოსაყვანად. შედეგად დღესდღეობით ჩვენ ვართ კაკლის ნერგების წამყვანი სასათბურე მეურნეობა თურქეთსა და რეგიონში. ყოველწლიურად ჩვენი მეურნეობა აწარმოებს 150 000-ზე მეტ კაკლის ნერგს, რომელიც გასაყიდად გაგვაქვს ნოემბრიდან მომდევნო წლის აპრილის ჩათვლით. ჩვენი კაკლის შიშველფესვიანი ნერგების 80% ექსპორტზე გაგვაქვს ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. ქვეყნები, სადაც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს, არის საქართველო, სერბეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იტალია, პორტუგალია, კოსოვო, სომხეთი, ინდოეთი და მრავალი სხვ.

ჩვენი გამოცდილება დამყარებულია კვლევასა და საუკეთესო პრაქტიკაზე

უოლთრის მეურნეობა აერთიანებს 32 წლიან გამოცდილებას და მუდმივად განახლებად ცოდნას ჩვენი საქმიანობას შესახებ. ჩვენ ვმონაწილეობთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა არ ჩამოვრჩეთ კაკლის მოშენების პროცესში განვითარებულ ბოლო სიახლეებს. ამ გზით, ჩვენ მუდმივად გვაქვს უახლესი და ზუსტი ინფორმაცია კაკლის წარმოებისა და ზრდის პრაქტიკების შესახებ. ამ ინფორმაციას და პრაქტიკულ გამოცდილებას ვუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს, რათა მათ მიიღონ მაქსიმალური მოსავალი თავიანთი მეურნეობებიდან და გაზარდონ მათი ინვესტიციის შედეგად მიღებული სარგებელი.

ჩვენ დავესწარით 2019 წლის ნოვი-სადის აგრარულ ღონისძიებას

novi sad agriculture fair

ჩვენ ვმონაწილეობდით სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გამართულ 84-ე საერთაშორისო ყოველწლიურ ღონისძიებაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში წამყვანი სპეციალისტების შეკრების ადგილია. შევხვდით სერბეთის სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება კაკლის ხეების შესახებ მეურნეობაში ჩართულ ადამიანებთან და ინვესტორებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები მთელი ევროპიდან, რომელთაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი სათბურისთვის განკუთვნილი გამოფენის მიმართ. ჩვენმა ბიზნეს პარტნიორებმა, ნებოჯსამ და ნენადმა, ინფორმაცია გაცვალეს და გამოცდილება გაუზიარეს გამოფენის სტუმრებს. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გამონახა შესაძლებლობა და ესტუმრა ჩვენს ჯიხურს.

უყურეთ ჩვენი სასათბურე მეურნეობის ვიდეოს

phytosanitary certificate

ფიტოსანიტარული სერტიფიკატები

ჩვენს ნერგებს მოყვება შესაბამისი ფიტოსანიტარული სერტიფიკატები, რომელთა შემოწმება ხდება რეგულარულად ჩვენი ინჟინრების მიერ, რათა მუდმივად შემოგთავაზოთ საუკეთესო ხარისხი.

walnut saplings

საუკეთესო ჯიშები

ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ 4 ყველაზე პროდუქტიულ კაკლის ჯიშებს, თხილის მაღალი ხარისხით. ჩვენი ჯიშები მოიცავს ჩენდლერს, ფერნორს, ფრანკეტს და ფერნეტს.

walnut tree nursery

მომხმარებელზე ზრუნვა

ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, შესაფერისი კაკლის ხის ჯიშების შერჩევით დაწყებული და გადაზიდვის მეთოდების შერჩევით დამთავრებული. შეგიძლიათ თურქეთში მოინახულოთ ჩვენი მეურნეობა და შეარჩიოთ ხეები, რომელთა ყიდვაც გსურთ.

გაიგეთ ჩვენი ნერგების ფასები

შეავსეთ ჩვენი ფორმა და მიიღეთ ინფორმაცია ფასების შესახებ 24 საათში.