chandler tree spacing


walnut tree shipping

ხშირად დასმული შეკითხვები:

კაკლის ხის რომელი ჯიშია საუკეთესო ჩემი მიწისთვის?

ამ კითხვაზე პასუხი თქვენს ქვეყანასა და ქალაქზეა დამოკიდებული. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და ჩვენ მოვიძიებთ ყველა საჭირო ინფორმაციას თქვენი მიწისა და კლიმატის თავისებურებების შესახებ ისეთი კომპონენტების ჩათვლით, როგორიცაა, სიმაღლე ზღვის დონიდან, ყოველწლიური ტემპერატურა, ტენიანობა, ნიადაგის ტიპი და სხვ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეგვიძლია, გითხრათ, რომელი ჯიში იქნება საუკეთესო თქვენი მიწისათვის.

რა ზომის ნერგები უნდა შევიძინო? რა განსხვავებაა მათ შორის?

პირველი განსხვავება არის ფასი, დიდი ზომის ნერგები შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე პატარა ნერგები. თუმცა, დიდი ზომის ნერგები მოსავალს გაცილებით ადრე მოგცემთ, ვიდრე პატარა ნერგები. არჩევანი მთლიანად თქვენზეა. სიდიდის მიხედვით ჩვენ გთავაზობთ ორი სხვადასხვა კატეგორიას: 40-60 სმ; და 120-150 სმ. მათი ფასების შესახებ, შეგიძლიათ, შეიტყოთ ფასების გვერდზე.

გაქვთ თუ არა ფიტოსანიტარული სერტიფიკატები?

დიახ, ფიტოსანიტარულ სერტიფიკატს გთავაზობთ ჩვენი ყველა სახეობის მცენარისათვის. ჩვენს სერტიფიკატებს გასცემს თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

შეგიძლიათ თუ არა ჩემს ქვეყანაში გამოგზავნა?

დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს ნერგებს საქართველოში და ვაძლევთ თქვენს მისამართს. თქვენ მხოლოდ იმპორტის საბაჟო პროცესზე ხართ პასუხისმგებელი. ჩვენ ყველაფერზე ვზრუნავთ.

შეგიძლიათ ნერგების ჩემს ქალაქამდე ტრანსპორტირება?

დიახ, ზოგიერთ ჩვენს მომხმარებელს სურს ნერგების მათ ქალაქში ჩატანა. თქვენი სურვილისდა მიხედვით, შეგვიძლია გამოვაგზავნოთ ხეები სატვირთო მანქანით თქვენს მისამართზე სპეციალური სამაცივრე კონტეინერების საშუალებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გადამზიდი კომპანია, რომელიც ჩვენი მისამართიდან აიღებს ნერგებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს მისამართზე თქვენი მანქანით და სანერგე საწყობიდან წაიღოთ თქვენთვის სასურველი ჯიშები.

ტრანსპორტირების საფასური შედის ნერგების ფასში?

ჩვენი ფასები მოიცავს ნერგებისა და ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციის ღირებულებას, რომელიც თქვენ ქვეყანაში გასაგზავნად არის საჭირო. თუმცა, ფასში არ შედის ტრანსპორტირების გადასახადი. თუ გნებავთ ნერგების თქვენს მისამართამდე მიტანა, გთხოვთ, მოგვმართოთ ტრანსპორტირების ღირებულების გასაგებად.

რამდენი უნდა იყოს ნერგებს შორის ოპტიმალური მანძილი მიწაზე დარგვისას?

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნერგებს შორის სივრცის ფართობი შეადგენდეს 7X5 კვ. მეტრს.

როდის მივიღებ პირველ მოსავალს?

გამოწერის შემთხვევაში მიიღებთ ორი წლის ნერგებს. მოსავლის აღებას და ნაყოფის შეგროვებას კი გირჩევთ დარგვიდან ოთხი წლის შემდეგ. პირველი ოთხი წლის განმავლობაში თქვენი ხე აუცილებლად მოისხამს ნაყოფს, თუმცა გირჩევთ, რომ იგი გასხლათ ძლიერი ფესვთა სისტემისა და ღეროს ჩამოსაყალიბებლად. ასეთ შემთხვევაში თქვენი ხეების მოსავლიანობა გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი დარგვამდე და როგორია დარგვის პროცედურა?

როდესაც შეიძენთ ნერგებს, ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას თავიდან ბოლომდე ყველა საკითხზე, რომელიც ჯანმრთელი ხეების გასაზრდელად გჭირდებათ. ჩვენ ასევე ვადგენთ თქვენი ნიადაგის ანალიზს და, მასზე დაყრდნობით, გაძლევთ რეკომენდაციებს.

გაიგეთ ჩვენი ნერგების ფასები

შეავსეთ ჩვენი ფორმა და მიიღეთ ინფორმაცია ფასების შესახებ 24 საათში.