chandler tree spacing


1NA
2NA
3NA
44 kg
510 kg
615 kgs
726 kg
8+54 kg
walnut tree shipping

ხშირად დასმული შეკითხვები

რომელი კაკლის ხის ჯიშია საუკეთესო ჩემი მეურნეობისთვის?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში და ქალაქიში მდებარეობს თქვენი მიწა. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და შეგვიძლია გამოვიკვლიოთ თქვენი მიწის სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის მისი სიმაღლე ზღვის დონიდან, წელიწადის საშუალო ტემპერატურა, ტენიანობა, ნიადაგის ტიპი და სხვა ფაქტორები. ამ ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ, თუ კაკლის რომელი ჯიშია საუკეთესო თქვენი მეურნეობისათვის.

რა ზომის ხეები უნდა შევიძინო, რა განსხვავებაა მათ შორის?

მაღალი ხეები დაბალ ხეებთან შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ ისინი ნაყოფს უფრო მალე იძლევიან. მიუხედავად ამისა გადაწყვეტილება მაინც თქვენ უნდა მიიღოთ. ჩვენ გთავაზობთ 3 ზომის ხეებს: 60 სმ, 100 სმ და 150 სმ. თხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა ან დაგვიკავშირდეთ რათა გაიგოთ მიმდინარე ფასების მდგომარეობა.

გაგაჩნიათ თუ არა ფიტოსანიტარული სერთიფიკატები?

დიახ, ჩვენ გვაქვს ფიტოსანიტარული სერტიფიკატები ყველა ჩვენი კაკლის ჯიშისთვის. ჩვენი სერტიფიკატები გაიცემა თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

ახდენთ ხეების ექსპორტს ჩემს ქვეყანაში?

ჩვენ ვახდენთ ხეების ექსპორტ ევროპისა და აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში. ბოლო წლებში ჩვენ გავყიდეთ ხეები საბერძნეთში, ბულგარეთში, მაკედონიაში, რუმინეთში, კოსოვოში, იტალიაში, ესპანეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში და სხვა.

შეგიძლიათ უზრუნველყოთ ხეების ტრანსპორტირება ჩემს ქალაქამდე?

დიახ, ჩვენს მომხმარებელს ურჩევნია მიიღოს მისი ტვირთი საცხოვრებელ ადგილას. თუ გსურთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვაგზავნოთ თქვენი ხეები სატვირთო კონტეინერით პირდაპირ თქვენს ადგილმდებარეობამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ სატრანსპორტო კომპანია საკუთარ სახსრებით და ჩვენ ჩავტვირთავთ ხეებს კომპანიის ავტომანქანაში. ასევე, როგორც მესამე ვარიანტი შეგიძლიათ თქვენი მანქანით გვესტუმროთ და შეარჩიოთ თქვენი ხეები ჩვენი სანერგედან.

თრანსპორტირების ღირებულება შედის ფასში?

ჩვენი ფასები მოიცავს ხეხილის ფასს და ყველაფერს, მათ შორის, ხეების თქვენს ქვეყანაში ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების საფასურს. თუმცა, ჩვენი ფასები არ მოიცავს ტრანსპორტირებას. თუ გსურთ გაიგოთ ტრანსპორტირების ხარჯი, გთხოვთ მოგვმართოთ და ჩვენ შესაბამის კალკულაციას მოგაწვდით.

რა უნდა იყო ხეებს შორის დაშორება მათი დარგვისას?

ჩვენი რჩევა ხეების დარგვისას დაიცვათ 6 x 6 მეტრის დაშორება ხეებს შორის.

როდის მოისხამს ჩემი ხეები ნაყოფს?

ჩვენი კაკლის ჯიშები ზოგადად დაიწყებენ ნაყოფის წარმოებას 4 წლის ასაკში.

როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მიწები ხეების დარგვისთვის და რა არის დარგვის პროცედურა?

როცა ყიდულობთ კაკლის ხეებს, ჩვენ გაწვდით უფასო კონსულტაციას და რჩევას ყველაფრის შესახებ რაც უნდა იცოდეთ პროცესის დასაწყისიდან მის დასრულებამდე. ჩვენ ასევე ვამოწმებთ თქვენს ნიადაგს, ანალიზის ანგარიშებს და გაწვდით შესაბამის წინადადებებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით

ბედნიერები ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს