WALTREE -ის შესახებ

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ხე რომელსაც ჩვენს კლიენტებს ვაწვდით, წარმოადგენს ჩვენს კომპანიას.

WalTree არის წამყვანი კაკლის ხეების სანერგე მწარმოებელი და ექსპორტიორი თურქეთში. ჩვენ გვაქვს თურქეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საჯიშე ბაღები, რომელიც 1992 წელს ჩამოყალიბდა. ჩვენი სპეციალიზაციაა მხოლოდ ნამყენი კაკლის წარმოება. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ, იმისათვის, რომ ვაწარმოოთ ყველაზე ნაყოფიერი, უმაღლესი ხარისხის კაკლის ხეები. დღეს ჩვენ ევროპაში ვყიდით 150.000 ხეს ყოველწლიურად. ბოლო წლებში ჩვენი ხეები გაიგზავნა საბერძნეთში, ესპანეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უზბეკეთში, ლიბანში და მრავალ სხვა ქვეყანაში.

ექსკლუზიური სერვისი

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება შეიძლება მხოლოდ ჩვენს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობებიდან გამომდინარეობდეს. ამ მიზნით. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი წარმოებული ხეები ყოველთვის შეესაბამებოდეს მათ დასახელებებს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს გამოცდილ სანერგე ჯგუფთან ერთად მარადიული ხეების შექმნის მიზნით. ჩვენ ვეპატჟებით ჩვენს მომხმარებელს ეწვიოს ჩვენს სანერგე ბაღებს და საკუთარი თვალით დარწმუნდეს ჩვენი ხეების ხარისხში. და ასევე ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, შესაფერისი კაკლის ხის ჯიშების შერჩევით დაწყებული და გადაზიდვით დამთავრებული.

გარანტირებული ხარისხი

ჩვენ ვიცით, რომ ხეების დარგვა გრძელვადიანი ინვესტიციაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო კაკლის ხეები მივაწოდოთ. ჩვენი სოფლის მეურნეობის სპეციალისტები მუდმივად ზრუნავენ ჩვენი ხეების ჯანმრთელობასა და ნაყოფიერებაზე. ყველა ჩვენი ხე და მათი ხარისხი სერტიფიცირებულია თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.


გაიგე მეტი

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ან ელ.ფოსტის საშუალებით. ჩვენ მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას ჩვენს კომპანიასთან, პროდუქტებთან და ფასებთან დაკავშირებით.